ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) იურიდიული დახმარება – სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა, წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით და ადმინისტრაციულ ორგანოში, აგრეთვე სისხლის სამართლის პროცესში სახელმწიფოს ხარჯზე; ბ) იურიდიული კონსულტაცია – ყველასთვის ხელმისაწვდომი სამართლებრივი რჩევა ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე; გ) მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მონაცემების საფუძველზე შედგენილი იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ადვოკატების სია; დ) საზოგადოებრივი ადვოკატი – იურიდიული დახმარების ბიუროს, იურიდიული დახმარების მიმწოდებლის ან რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატი, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს იურიდიულ დახმარებას; ე) იურიდიული დახმარების მიმწოდებელი (შემდგომში – მიმწოდებელი) – იურიდიული დახმარების განმახორციელებელი კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ადვოკატი; ვ) იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირი – საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეობის არმქონე პირი, უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ კრიტერიუმებს; ზ) – სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვარზე ნაკლებია. თავი II. იურიდიული დახმარება
Article 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
The story of this article· 2
The amendments this article has been through
Clarifies effective date application of definitions.
amending act №2153480- · published 30 Dec 2008
Addresses effective dates only; no substantive change to definitions.
amending act №17824
Specialists in this area
These lawyers work in the legal area related to this article.






