საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 1196. შვილის გვარის გამოცვლა
1. მშობლებს შორის ქორწინების შეწყვეტა არ იწვევს შვილის გვარის გამოცვლას.
2. მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა ქორწინების შეწყვეტის ან ბათილად ცნობის შემდეგ, უფლება აქვს, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისთვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. 10 წლამდე ბავშვის გვარის შეცვლისას, მისი სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით, მხედველობაში მიიღება მისი სურვილი. 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვის გვარის შეცვლისთვის საჭიროა მისი თანხმობაც. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5013 – ვებგვერდი, 27.09.2019წ. საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5913 – ვებგვერდი, 25.05.2020წ. თავი მეორე მშობლების უფლებები და მოვალეობები შვილების მიმართ
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
