Article 67^1. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადების წარდგენა და განხილვა
1. 16 წელს მიღწეული პირი ვალდებულია ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების მოთხოვნით პირადად მიმართოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
2. სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს იხილავს და წყვეტს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური. გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების საკითხს სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური იხილავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესით, ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
3. თუ სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურში მხოლოდ 1 თანამშრომელია, გვარის შეცვლასთან/გვარის დადგენასთან/გვარის კანონიერად აღიარებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ზეპირი მოსმენის გამართვისას სხდომის მდივნის უფლებამოსილება შეიძლება განახორციელოს სხდომის თავმჯდომარემ.
