Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო აქტების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
2.გვარების გაერთიანება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი).
3.პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ ეს პირი დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამ თავით გათვალისწინებული საფუძვლით პირის სახელის ან/და გვარის შეცვლა/გვარის დადგენა/გვარის კანონიერად აღიარება დაუშვებელია, თუ: ა) სახელის ან/და გვარის შეცვლის/გვარის დადგენის/გვარის კანონიერად აღიარების შესახებ 16 წელს მიღწეული პირის განცხადება სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახურისთვის ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის ან საკონსულო დაწესებულებისთვის დაინტერესებულ პირს უშუალოდ არ წარუდგენია, გარდა ამ კანონის 67 1 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) განხორციელდა დაინტერესებული პირის დეპორტაცია ან რეადმისია საქართველოში და დეპორტაციის/რეადმისიის განხორციელებიდან 5 წელი არ გასულა; გ) დაინტერესებული პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ შორის, თუ ეს პირი იძებნება საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების ან საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლის) მიერ, ამ გარემოების აღმოფხვრამდე. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1725 – ვებგვერდი, 25.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2149 – ვებგვერდი, 01.05.2018წ.
1. სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს, გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს. 2. მეუღლეთა ან მშობელთა გვარების გაერთიანებაშეერთება დაუშვებელია, თუ თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გვარი ორწევრიანია (ორმაგი გვარი). 3. სახელისა და გვარის შეცვლა, გვარის კანონიერად აღიარება და გვარის დადგენა დაუშვებელია, თუ პირი ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში და იძებნება საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2017 წლის 14 დეკემბრის კანონი №1725 – ვებგვერდი, 25.12.2017წ.
The amendments this article has been through
Addition of a clause prohibiting name/surname changes if the individual is suspected of committing a crime and wanted by Georgian law enforcement, with exceptions for direct submission of applications.
amending act №4163946Restriction on combining surnames if any component is a double-barreled (two-part) surname.
amending act №3933177The amendment references paragraph 3 of article 68, which details circumstances under which name/surname changes are prohibited due to pending criminal investigations.
amending act №3369774These lawyers work in the legal area related to this article.