Article 71. განცხადება პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე
1. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულება ეკისრებათ: ა) სამედიცინო დაწესებულების, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელი დაწესებულების ხელმძღვანელს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ პირი გარდაიცვალა აღნიშნულ დაწესებულებაში ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა/დაადასტურა ამ დაწესებულებამ; ბ) პირს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა, მაგრამ არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში არც ერთ სამედიცინო დაწესებულებასთან, პათოლოგანატომიური საქმიანობის (კლინიკური პათოლოგიის) ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განმახორციელებელ დაწესებულებასთან, – პირის გარდაცვალებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, თუ გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა გასცა ან გარდაცვალების ფაქტი დაადგინა აღნიშნულმა პირმა; გ) მუნიციპალიტეტის მერის მიერ უფლებამოსილ პირს – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს − საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; დ 1 ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) – სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების შესახებ შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს − საომარი მდგომარეობის დროს, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით − პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; ვ) მშობელს (მშვილებელს), მეუღლეს ან შვილს (ნაშვილებს), თუ მას შეუძლია ივარაუდოს, რომ ამ პუნქტით გათვალისწინებული პირებისთვის პირის გარდაცვალების ფაქტი უცნობია; ზ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს – საბრძოლო მოქმედების ან სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულ მოსამსახურესთან დაკავშირებით – პირის გარდაცვალების თაობაზე შეტყობიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით შეიძლება მიმართოს ნებისმიერმა სრულწლოვანმა, ქმედუნარიანმა პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ.
3. სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაციისათვის საკონსულო დაწესებულებას შეიძლება მიმართოს აგრეთვე ადგილსამყოფელი სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ.
4. პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის ვალდებულების მქონე პირთა მიერ წარსადგენი დოკუმენტები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3946 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 მაისის კანონი №5101 - ვებგვერდი, 04.06.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1263 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2617 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4093 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სამოქალაქო აქტების შესახებ
