Article 70. გარდაცვალების რეგისტრაციის პირობები
1. სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ამ კანონით დადგენილი წესით.
2. საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
