Article 16. ადვოკატის სტაჟიორი
1. ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნულმა პირმა, რომელსაც სურს გაიაროს სტაჟირება იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის შესახებ. ადვოკატის სტაჟიორი შეირჩევა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამით განსაზღვრული წესით. მისი შერჩევის დროს გარანტირებულია ადვოკატობის მსურველის მიერ სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის თავისუფლად არჩევის უფლება.
2. საადვოკატო სტაჟირების პერიოდი ითვლება შრომის საერთო სტაჟსა და პროფესიული საქმიანობის სტაჟში.
3. ადვოკატის სტაჟიორი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გათვალისწინებულ შემთხვევებში სტაჟირების ხელმძღვანელი ადვოკატის დავალებით ახორციელებს მის უფლებამოსილებებს.
4. ადვოკატის სტაჟიორი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ იმ საკითხზე, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში. ადვოკატის სტაჟიორზე ვრცელდება ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5029 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ. 236 საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ადვოკატთა შესახებ
