Article 5. ადვოკატის მოვალეობები
ადვოკატი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული ფუნქციები; ბ) ზუსტად და განუხრელად დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები; გ) არ შელახოს სასამართლოს და პროცესის სხვა მონაწილეთა უფლებები; დ) დაიცვას პროფესიული საიდუმლოება; ე) შეასრულოს საპროცესო კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული მოვალეობები და ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში კლიენტს დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ; ვ) შეასრულოს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული განგრძობადი სავალდებულო იურიდიული განათლების პროგრამის მოთხოვნები; ზ) „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარიგების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია უზრუნველყოფს შესაბამისი ცნობის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის აღნიშნული კანონითა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმითა და წესით წარდგენას. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2040 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ. 280 საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1639 - ვებგვერდი, 10.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2266 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5235 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ადვოკატთა შესახებ
