კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
Closest in meaning — including in other laws
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გამიზნულია საქართველოს ფარგლებს გარეთ მოწყობილ აუქციონზე გასაყიდად, ან თუ ძეგლის გატანის მსურველს გატანის მომენტისათვის არ აქვს ოფიციალური შეთავაზება (ოფერტი), სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასად და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყის ფასად მიიჩნევა შესაბამისად გასაყიდად გასატან აუქციონზე ან მსოფლიოს სხვა აუქციონზე: ა) თუ ძეგლის ავტორი ცნობილია, ამავე ავტორის ძეგლის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი; ბ) თუ ძეგლის ავტორი უცნობია, ძეგლის შექმნის ისტორიული ეპოქის შესაბამისი ჟანრისა და თემატიკის კულტურულ ფასეულობებზე დაფიქსირებული გაყიდვის ბოლო ფასი.
3.თუ გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ფასის დადგენა შეუძლებელია ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, სამინისტროს მიერ ძეგლის შესყიდვის ფასი ან/და მის მიერ გამოცხადებული აუქციონის საწყისი ფასი დგინდება მოლაპარაკებით; მოლაპარაკების უფლება არ იზღუდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებშიც. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
Describe your situation — we'll help you find the right specialist.