1.
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.სამინისტროს აქვს გაყიდვის მიზნით საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულებიდან გამომდინარე, საქართველოში დატოვებისათვის მისი უპირატესი შესყიდვის ან/და საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვის უფლება.
3.სამინისტრო ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული უფლების რეალიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განცხადების მიღების დღიდან არა უგვიანეს გატანის ნებართვის გასაცემად საჭირო ვადისა და დაუყოვნებლივ აცნობებს განმცხადებელს.
4.თუ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესყიდვის ან/და აუქციონის წესით გაყიდვის შესახებ, იგი უნდა აღსრულდეს მიღებიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
5.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აუქციონის წესით გაყიდვის უმთავრესი პირობაა მყიდველის მიერ ძეგლის გარკვეული ვადით ან უვადოდ საქართველოდან არგატანის ვალდებულება.
6.ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები არ ვრცელდება: ა) „საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ და სხვა რელიგიური ორგანიზაციების საკუთრებაში არსებულ კულტურულ ფასეულობებზე, რომელთაც აქვთ რელიგიური და სასულიერო ღირებულება; ბ) სახელმწიფო სამუზეუმო ფონდებში, არქივებში, ბიბლიოთეკებში და კულტურული ფასეულობების დაცვის სხვა ანალოგიურ დაწესებულებებში დაცულ ფასეულობებზე, ექსპონატებზე, კოლექციებსა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე; გაყიდვის მიზნით მათი საქართველოდან გატანა შეიძლება მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით და იმ პირობით, რომ გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება მხოლოდ სანაცვლო, ტოლფასი ისტორიული, მხატვრული ან/და კულტურული ღირებულების მქონე ფასეულობების შეძენას; გ) ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მესაკუთრე არის ძეგლის ავტორი (ან მისი მემკვიდრე, ავტორის გარდაცვალებიდან 70 წლის განმავლობაში), საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი და იგი მუდმივად საცხოვრებლად მიემგზავრება საზღვარგარეთ, ან როდესაც ძეგლი მემკვიდრეობით მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქემ; ასეთ შემთხვევაში ძეგლის სახელმწიფოს მიერ შეძენა ან/და მისი საქართველოში აუქციონის წესით გაყიდვა შეიძლება მხოლოდ მესაკუთრის თანხმობით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის კანონი №2137- სსმI, №13, 02.06.2003წ., მუხ.70 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3167-სსმI, №19, 01.06.2006წ., მუხ.156 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4717-სსმI, №18, 22.05.2007წ., მუხ.147
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
კულტურული მემკვიდრეობის შესახებ