1.სახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის ლიკვიდაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ფონდი გადაეცემა მხოლოდ სახელმწიფო მუზეუმს.
3.ლიკვიდირებული ადგილობრივი მუზეუმის ფონდი გადაეცემა ადგილობრივ ან სახელმწიფო მუზეუმს.
4.ლიკვიდირებული სახელმწიფო მუზეუმის ქონება, გარდა მისი ფონდისა, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
5.არასახელმწიფო მუზეუმის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.ლიკვიდირებული არასახელმწიფო მუზეუმის გასაყიდად გამოტანილ ფასეულობათა შესყიდვის უპირატესი უფლებით სარგებლობენ სახელმწიფო მუზეუმები. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
