1.სახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება მისი შემქმნელის (დამფუძნებლის) გადაწყვეტილებით და სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო სხვა სახელმწიფო ორგანოს მმართველობის სფეროში არსებული მუზეუმის რეორგანიზაცია − ამ სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2.რეორგანიზაციით სახელმწიფო მუზეუმისთვის საქმიანობის მიმართულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
3.არასახელმწიფო მუზეუმის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 14 დეკემბრის კანონი №2293 – ვებგვერდი, 27.12.2022წ.
