მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.გემზე ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული ან დასაქმებული მეზღვაური, რომლის ფუნქციებს ასევე განეკუთვნება გემის უსაფრთხოებისა და დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებების განხორციელება, ასევე გემის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად აუცილებელ მოვალეობათა შესრულება, ვალდებულია მათ შესრულებამდე გაიაროს აღიარებული საბაზისო წვრთნა ან ჩაუტარდეს ინსტრუქტაჟი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.
2.მეზღვაურმა საბაზისო წვრთნის გავლის ან მისთვის ინსტრუქტაჟის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია მიიღოს ერთიანი სერტიფიკატი, რომელშიც აისახება საბაზისო წვრთნის ან ინსტრუქტაჟის ყველა კომპონენტი STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის თანახმად.
3.STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საბაზისო წვრთნასა და ინსტრუქტაჟში კვალიფიციური პირი ვალდებულია ყოველ 5 წელიწადში დაადასტუროს, რომ მან შეინარჩუნა STCW-ის კოდექსის A-VI/1-1 და A-VI/1-2 ცხრილების პირველ სვეტში მითითებული კომპეტენციის სტანდარტი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ.
The amendments this article has been through
Clarifies the responsibility of seafarers regarding safety procedures and emergency preparedness.
amending act №2586679These lawyers work in the legal area related to this article.