1.იმ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების აღიარება და მონიტორინგი, რომელიც ახორციელებს მეთევზე-მეზღვაურთა წვრთნას, ასევე შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარება ხდება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2.თუ საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება აღიარებულია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას მეთევზე-მეზღვაურთა მომზადება შეუძლია განახორციელოს მხოლოდ შესაბამისი საზღვაო-საწვრთნელი კურსის აღიარების შემდეგ.
