1.ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან და .
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.ეს მუხლი ვრცელდება სამგზავრო გემის კაპიტანზე, ოფიცერსა და რიგითზე, აგრეთვე გემზე დასაქმებულ სხვა პირზე, რომლებიც ჩართული არიან და .
Closest in meaning — including in other laws
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ აქვს უფლება, იმსახუროს სამგზავრო გემზე.
3.სამგზავრო გემის კაპიტანს, ოფიცერს, რიგითს, გემზე დასაქმებულ სხვა პირს გავლილი უნდა ჰქონდეს ამ მუხლის მე-5−მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული სათანადო წვრთნა და იგი უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესაბამისად.
4.სამგზავრო გემის კაპიტანმა, ოფიცერმა, რიგითმა, გემზე დასაქმებულმა სხვა პირმა, რომელსაც მოეთხოვება სათანადო წვრთნის გავლა ამ მუხლის მე-7−მე-9 პუნქტების შესაბამისად, 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიაროს აღნიშნული წვრთნა ან უნდა წარადგინოს ბოლო 5 წლის განმავლობაში არსებული კომპეტენციის სათანადო სტანდარტის მიღწევის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულება.
5.სამგზავრო გემზე დასაქმებული პირი თავისი კომპეტენციის, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში უნდა გაეცნოს სამგზავრო გემზე საგანგებო სიტუაციასთან დაკავშირებულ საკითხებს STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.
6.სამგზავრო გემზე მგზავრებისთვის მომსახურების გამწევ პირს გავლილი უნდა ჰქონდეს წვრთნა უსაფრთხოების დაცვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
7.STCW-ის კონვენციის II, III და VII თავების შესაბამისად, სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული წვრთნა სამგზავრო გემზე ხალხის მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
8.სამგზავრო გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც განგაშის განრიგის შესაბამისად პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა უსაფრთხოებისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა ადამიანთა ქცევისა და კრიზისების მართვაში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-4 პუნქტის შესაბამისად.
9.RO-RO სამგზავრო ტიპის გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, უფროს მექანიკოსს, მეორე მექანიკოსს, სხვა პირს, რომელიც პასუხისმგებელია საგანგებო სიტუაციის დროს მგზავრთა ჩასხმა-გადმოსხმისთვის, ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან გემის კორპუსის გახსნა-დახურვისთვის, გავლილი უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული წვრთნა მგზავრთა და ტვირთის უსაფრთხოებასა და გემის კორპუსის სიმტკიცეში STCW-ის კოდექსის A-V/2 ნაწილის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
10.სააგენტო გასცემს ამ მუხლით გათვალისწინებული წვრთნების გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატებს. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.
The amendments this article has been through
Article 31 is entirely rewritten to detail additional training and competency requirements for personnel serving on passenger ships.
amending act №4609440Defines additional mandatory training requirements for crew on passenger vessels (excluding Ro-Ro types).
amending act №2586679Describe your situation — we'll help you find the right specialist.