1.პოლარულ წყლებში მცურავი გემის კაპიტანს, კაპიტნის უფროს თანაშემწეს, სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატი პოლარული კოდექსის შესაბამისად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პოლარულ წყლებში საბაზისო წვრთნის სერტიფიკატის მიღების მსურველს გავლილი უნდა ჰქონდეს აღიარებული საბაზისო წვრთნა პოლარულ წყლებში გემების ექსპლუატაციისთვის და იგი უნდა აკმაყოფილებდეს STCW-ის კოდექსის A-V/4 ნაწილის პირველი პუნქტით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტს.
