1.ინსტრუქტორი, ზედამხედველი, შემფასებელი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილებისა, ვალდებულია: ა) ჰქონდეს შესაბამის საწვრთნელ კურსთან დაკავშირებული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება; ბ) ჰქონდეს 3-წლიანი სწავლების გამოცდილება ბოლო 10 წლის განმავლობაში ან გავლილი ჰქონდეს ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მომზადების კურსი; გ) გავლილი ჰქონდეს სიმულატორზე დაფუძნებული საწვრთნელი კურსის მომზადების კურსი და ჰქონდეს კონკრეტული ტიპის სიმულატორის პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება, თუ საწვრთნელი კურსი დაფუძნებულია სიმულატორზე.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Article 48^1. მინიმალური მოთხოვნები საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულების ინსტრუქტორის, ზედამხედველისა და შემფასებლის მიმართ
Consolidation №11 Verified against the current consolidation · 12 Nov 2025
