1.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება სააგენტოს აწვდის თითოეულ საზღვაო-საწვრთნელ კურსზე ჩარიცხულ მსმენელთა სიას არაუგვიანეს კურსის დაწყების პირველი დღისა.
2.საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულება ყოველი საზღვაო-საწვრთნელი კურსის დასრულებისთანავე წარუდგენს სააგენტოს წარმატებულ კანდიდატთა სიას, მათი სათანადო ქულების მითითებით.
