Article 140. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
1.თვითმმართველი თემის საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ყველა დასახლებიდან (სოფლიდან, დაბიდან, ქალაქიდან), რომლებიც შედის ამ თვითმმართველი თემის შემადგენლობაში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული თითო წევრისაგან. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 4 000-ზე მეტია, მაგრამ 10 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 10 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 20 000-ზე მეტია, მაგრამ 35 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 4 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 35 000-ზე მეტია, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 5 წევრი.
2.თვითმმართველი ქალაქის (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულო შედგება პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 15 წევრისა და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეული 10 წევრისაგან. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. მუხლი 141. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში.
2.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას.
3.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები.
4.მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით.
5.განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი; კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში).
6.განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი/უფლებამოსილი პირი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა.
7.არაუგვიანეს განცხადების წარდგენის მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად.
8.საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარდგენიდან 3 დღის ვადაში.
9.საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს: ა) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; ა 1 ) თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; ა 2 ) თუ ამ პირის მიმართ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება; ბ) თუ არასრულია ან არასწორია ამ მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები; გ) თუ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდება; დ) თუ არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები; ე) თუ დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა; ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5773 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. საქართველოს 2025 წლის 16 ოქტომბრის ორგანული კანონი №990 – ვებგვერდი, 17.10.2025წ. მუხლი 141 1 . მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
Compare versions
1. თვითმმართველი თემისთემებისასაკრებულოდაშედგებათვითმმართველიპროპორციულიქალაქებისსაარჩევნო(გარდასისტემითქალაქარჩეულითბილისისა)15საკრებულოებისწევრისამაჟორიტარული და შესაბამისპროპორციულიტერიტორიაზესაარჩევნოარსებულისისტემებითყველაარჩეულიდასახლებიდანშემადგენლობები(სოფლიდან,განისაზღვრებადაბიდან,ამქალაქიდან),კანონისრომლებიც№1შედისდანართით.ამ 2. თვითმმართველი თემის შემადგენლობაში,ადმინისტრაციულცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 7 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულიაირჩევათითოსაკრებულოსწევრისაგან.1წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 47 000-ზე მეტია, მაგრამ 1014 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 2 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 1014 000-ზე მეტია, მაგრამ 20 000-ს არ აღემატება, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევა საკრებულოს 3 წევრი. თვითმმართველი თემის ადმინისტრაციულამცენტრში,პუნქტითსადაცგათვალისწინებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 20განისაზღვრება000-ზემუნიციპალიტეტისმეტია,ორგანოთამაგრამარჩევნების35წლის000-ს1არმაისისაღემატება,მდგომარეობით.3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის თვითმმართველ თემებში (გარდა თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითოლქებიაირჩევაიქმნებასაკრებულოსდა4მათიწევრი.სახელწოდებებითვითმმართველიდათემისსაზღვრებიადმინისტრაციულდგინდებაცენტრში,ამსადაცკანონისამომრჩეველთა№2რაოდენობადანართით,35ხოლო000-ზეამმეტია,ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითოლქებისაირჩევანომრებისაკრებულოს−5შესაბამისიწევრი.საოლქო2.საარჩევნოთვითმმართველიკომისიისქალაქისგანკარგულებით.4. თვითმმართველ ქალაქებში (გარდა ქალაქ თბილისისა) საკრებულოდაშედგებათვითმმართველიპროპორციულითემებისადმინისტრაციულ ცენტრებში ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემითოლქებსარჩეულიქმნიან15დაწევრისამათსაზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს ადგენენ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიები მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებისთვის 10 ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემითოლქის,არჩეულირომელთასაზღვრები ემთხვევა ქალაქ თბილისის 10 წევრისაგან.რაიონისადმინისტრაციულ საზღვრებს, სახელწოდებებსა და ნომრებს განსაზღვრავს ცესკო. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №168 – ვებგვერდი, 29.12.2024წ. მუხლი 141. საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მაჟორიტარ კანდიდატთა წარდგენა 1. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს პარტიას, პარტიის, არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატს, რომელიც რეგისტრირებულია შესაბამის საარჩევნო კომისიაში. 2. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენის მიზნით პარტიას უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა განცხადებით მიმართოს შესაბამის საარჩევნო კომისიას. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისთვის მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარმა ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 47-ე დღისა განცხადებით უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას, რის შემდეგაც უფლება აქვს, შეაგროვოს მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერები. 4. მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების მინიმალური ოდენობები განისაზღვრება ცესკოს განკარგულებით. 5. განცხადებაში მითითებული უნდა იყოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); დ) თანამდებობა (საქმიანობა); ე) სამუშაო ადგილი (თუ უმუშევარია, მიეთითება „უმუშევარი“); ვ) რეგისტრაციის ადგილი; ზ) (ამოღებულია -06.10.2023, №3560); თ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ი) ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის დასახელება, სადაც იგი მაჟორიტარ კანდიდატადაა წარდგენილი; კ) წარმდგენი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წევრებისა და მათი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა რეკვიზიტები (არსებობის შემთხვევაში). 6. განცხადებას, რომელსაც ხელს აწერს პარტიის ხელმძღვანელი პირი/უფლებამოსილი პირი/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, უნდა ერთოდეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი, უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა, 2 ფოტოსურათი და მის მიერ ხელმოწერილი სააღრიცხვო ბარათი 2 ცალად. სააღრიცხვო ბარათში კანდიდატის საანკეტო მონაცემებთან (სახელი, გვარი, საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი, მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით), დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი)) ერთად მითითებული უნდა იყოს მისი თანამდებობა, სამუშაო ადგილი, საქართველოში 6 თვის განმავლობაში ცხოვრების ფაქტი, თანხმობა მოცემულ ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში კენჭისყრაზე, სააღრიცხვო ბარათის შევსების თარიღი და ხელმოწერა. 7. არაუგვიანეს განცხადების წარდგენის მომდევნო დღისა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში ატარებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს. თუ დარღვეულია ამ მუხლის მე-4–მე-6 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნები, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ხარვეზის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელს. შესწორებული საბუთები არაუგვიანეს მომდევნო დღისა უბრუნდება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გასატარებლად. 8. საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-40 დღისა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს მაჟორიტარი კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სია, რომელიც მოწმდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარდგენიდან 3 დღის ვადაში. 9. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რეგისტრაციაში არ გაატარებს პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკრებულოს წევრობის მაჟორიტარ კანდიდატს: ა) თუ ერთდროულად არსებობს ან არსებობდა საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატის თანხმობა იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნებში, იმავე ან/და ნებისმიერი სხვა მუნიციპალიტეტის მერის არჩევნებში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობაზე; ა 1 ) თუ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრობის მაჟორიტარი კანდიდატი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად რეგისტრირებული სხვა პარტიის წევრია; ბ) თუ არასრულია ან არასწორია ამ მუხლით მოთხოვნილი დოკუმენტაცია ან/და გათვალისწინებული მონაცემები; გ) თუ მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიაში დადგენილ რაოდენობაზე ნაკლები ამომრჩევლის ხელმოწერა აღმოჩნდება; დ) თუ არ იქნა წარდგენილი მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიები; ე) თუ დარღვეულია მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიების წარდგენის ვადა; ვ) ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის ორგანული კანონი №5438 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის ორგანული კანონი №5773 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6855 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 28 ივნისის ორგანული კანონი №703 – ვებგვერდი, 29.06.2021წ. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2475 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 6 ოქტომბრის ორგანული კანონი №3560 – ვებგვერდი, 24.10.2023წ. მუხლი 141 1 . მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის გარანტიები დამსაქმებელს უფლება არა აქვს, შეზღუდოს დასაქმებულის უფლება, მონაწილეობა მიიღოს კანდიდატად მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში, გახდეს საკრებულოს წევრი, მერი. შრომითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს შეთანხმებას აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის უფლების შეზღუდვის შესახებ, ბათილია. აკრძალულია ზემოაღნიშნული საფუძვლით პირის სამსახურიდან გათავისუფლება, დაბალხელფასიან სამუშაოზე გადაყვანა და სხვაგვარი დისკრიმინაცია. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1232 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
CitationRelated by meaningსაქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი თვითმმართვ…საქართველოს საარჩევნო …ადგილობრივი წარმომადგე…საქართველოს დედაქალაქი…ადგილობრივი თვითმმართვ…
Article 140 — მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობა | საქართველოს საარჩევნო კოდექსი