Article 201. საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტისათვის რიგითი ნომრის მინიჭების დამატებითი წესი
Consolidation №101 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
საარჩევნო სუბიექტს რიგითი ნომერი მიენიჭება ამ კანონის 38 1 მუხლით დადგენილი წესით. ამასთანავე, იმ საარჩევნო სუბიექტს, რომლის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნებში ხმების 0.75% ან 0.75%-ზე მეტი მიიღო, უფლება აქვს, არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა მიმართოს ცესკოს და მოითხოვოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში იმ რიგითი ნომრით მონაწილეობა, რომელიც მას საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში ჰქონდა მინიჭებული. საქართველოს 2020 წლის 2 ივლისის ორგანული კანონი №6723 – ვებგვერდი, 03.07.2020წ.
