1.არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვთ საქართველოს პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს, საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს სახალხო დამცველს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოპასუხეა ის ორგანო, რომლის ნორმატიული აქტის გამოც იქნა შეტანილი კონსტიტუციური სარჩელი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ან/და საარჩევნო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი არჩევნების ჩატარებაზე.
