1.
1.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირი ვალდებულია შესაბამისი კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება ცესკოს მიერ ამ კანონის საფუძველზე განსაზღვრულ ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლების მქონე დაწესებულებაში და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა იმავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც იგი პარლამენტის წევრობის კანდიდატად საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.
3.ცესკო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას და საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების მიერ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობების წარუდგენლობის თაობაზე ინფორმაციას აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლიდან 2 დღეში აქვეყნებს თავის ვებგვერდზე.
4.ცესკოს თავმჯდომარე ამ კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიისთვის გადაცემისას ახალარჩეულ პარლამენტს წარუდგენს აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეული პირების ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე ინფორმაციას. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის ორგანული კანონი №7163 – ვებგვერდი, 22.09.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.