საქართველოს კანონით „სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
Article 10
1. შესაძლებლობის შეზღუდვა არის ისეთი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევები, რომლებიც განაპირობებს ქმედობაუნარიანობის დროებით ან სამუდამო შეზღუდვას.
2. ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის სიმძიმის მიხედვით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვა განისაზღვრება შემდეგი ხარისხით: ა) მსუბუქად გამოხატული; ბ) ზომიერად გამოხატული; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული; დ) მკვეთრად გამოხატული.
3. შესაძლებობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს ქმედობაუნარიანობის ზომიერად, მნიშვნელოვნად და მკვეთრად გამოხატული შეზღუდვა.
4. შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის განსაზღვრის წესს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
5. 18 წლის ასაკის მიღწევამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უდგინდება კატეგორია „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი“, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის კანონი №2102 - ვებგვერდი, 19.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3074 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
