1.ტოპოლოგიის მფლობელს შეუძლია ტოპოლოგიაზე განსაკუთრებული უფლებების გადაცემა.
2.ტოპოლოგიის მფლობელს უფლება აქვს გასცეს სხვა პირზე ლიცენზია ტოპოლოგიის გამოყენებაზე. ლიცენზიის გაცემა და რეგისტრაცია ხორციელდება „საქართველოს საპატენტო კანონის“ 59-ე და 62-ე მუხლების შესაბამისად.
3.დასაშვებია იძულებითი ლიცენზიის გაცემა ტოპოლოგიის გამოყენებაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენება ნაკარნახევია სახელმწიფო არაკომერციული ინტერესებით ან განპირობებულია არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღსაკვეთად მიმართული სასამართლო ან ადმინისტრაციული აქტით.
