1.განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.
2.განსაკუთრებული უფლებების გადაცემის შესახებ ხელშეკრულება, ასევე მასში შეტანილი ცვლილებები დადგენილი წესით რეგისტრირდება რეესტრში და მონაცემები ქვეყნდება ბიულეტენში.
3.პატენტის ახალ მფლობელს არ შეუძლია პატენტიდან გამომდინარე უფლებები მესამე პირის წინააღმდეგ გამოიყენოს სათანადო ცვლილებების რეესტრში რეგისტრაციამდე. საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3031 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.183
