1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
2.
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება (შემდგომ − საერთო კრება) მოიწვევა სულ მცირე წელიწადში ერთხელ.
2.
Closest in meaning — including in other laws
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ
Always up-to-date legal framework
3.საერთო კრება იღებს გადაწყვეტილებას ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე, იხილავს მათი საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ამტკიცებს მათ ანაზღაურებასა და წახალისებასთან, როგორიცაა ფულადი და არაფულადი სარგებლისა და საპენსიო დანამატების გაცემა, დაკავშირებულ წესს, აგრეთვე ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სხვა წესებს.
4.საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს შემდეგ საკითხებზე: ა) შეგროვებული ჰონორარების განაწილების ზოგადი წესები და პოლიტიკა; ბ) გაუნაწილებელი ჰონორარების განკარგვის ზოგადი წესები და პოლიტიკა; გ) გაუნაწილებელი ჰონორარების გამოყენება; დ) შეგროვებული ჰონორარებიდან მიზნობრივი დაქვითვების განხორციელება; ე) რისკების მართვის პოლიტიკა; ვ) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება ან უფლებრივად დატვირთვა; ზ) რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საკითხები, იურიდიული პირის დაფუძნება და სხვა იურიდიული პირის აქციების ან/და წილების შეძენა; თ) სესხის აღება, სესხის გაცემა, თავდებობა ან სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.
5.საერთო კრება აკონტროლებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის საქმიანობას სულ მცირე აუდიტორის დანიშვნითა და გათავისუფლებით, აგრეთვე ამტკიცებს ამ ორგანიზაციის გამჭვირვალობის წლიურ ანგარიშს.
6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10 პროცენტს ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ კვალიფიციური დასკვნის მოსამზადებლად შეუძლია მოიწვიოს დარგის სპეციალისტი.
7.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ყველა წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს საერთო კრებაში და ისარგებლოს ხმის უფლებით. აღნიშნული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ორგანიზაციის წევრის მიერ საერთო კრებაში მონაწილეობის მიღება დისტანციურად, რაც განსაზღვრული უნდა იყოს ამ ორგანიზაციის წესდებით.
8.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრს საერთო კრებაში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების განხორციელება შეუძლია როგორც პირადად, ისე წარმომადგენლის მეშვეობით. ეს წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი იმ პირობით, რომ ასეთი წარმომადგენლობა არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს. ინტერესთა კონფლიქტი აგრეთვე არსებობს, თუ აღნიშნულ ორგანიზაციაში უფლების მფლობელსა და წარმომადგენელს აქვთ უფლებების სხვადასხვა კატეგორიის უფლების მფლობელის სტატუსი.
9.წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გაიცემა მხოლოდ კონკრეტულ საერთო კრებაში მონაწილეობის მიზნით. საერთო კრებაში მონაწილე წარმომადგენელი სარგებლობს უფლების მფლობელის ანალოგიური უფლებებითა და ვალდებულებებით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.