საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 112. ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
1. სხდომის დროს იწარმოება ოქმი.
2. სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) ადმინისტრაციული წარმოების დასახელება, რომლის თაობაზედაც ეწყობა მოსმენა; ბ) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება; გ) განხილვის დრო და ადგილი; დ) სხდომის თავმჯდომარის, ზეპირ მოსმენაში მონაწილე დაინტერესებული მხარის, ექსპერტის, მოწმის ვინაობა; ე) ზეპირი მოსმენის საგანი, წარდგენილი განცხადების მოკლე მიმოხილვა; ვ) მოწმეთა და ექსპერტთა ჩვენებების მოკლე აღწერა; ზ) შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგის აღწერა.
3. სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი.
4. დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ოქმს და ოქმის გაცნობიდან 3 დღის ვადაში წარადგინოს შენიშვნები მის თაობაზე, მიუთითოს მასში არასწორი ან არასრული ინფორმაციის არსებობა. თუ ადმინისტრაციული ორგანო ეთანხმება შენიშვნას, ადასტურებს მის სისწორეს, ხოლო თუ არ ეთანხმება, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენიშვნის უარყოფის შესახებ. საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
