საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
1.თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შეუძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო სხდომის წელი, თვე, რიცხვი და ადგილი; ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო; გ) საქმის განმხილველი სასამართლოს დასახელება, შემადგენლობა და სასამართლო სხდომის მდივანი; დ) საქმის დასახელება; ე) ცნობები მხარეების წარმომადგენელთა, მოწმეთა, ექსპერტთა და თარჯიმანთა გამოცხადების შესახებ; ვ) ცნობები მხარეებისა და მათ წარმომადგენლებისათვის მათი საპროცესო უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ; ზ) სასამართლოს განკარგულებანი და სათათბირო ოთახში გაუსვლელად გამოტანილი განჩინებანი; თ) მხარეთა და მათ წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებანი; ი) მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტების მიერ თავიანთი დასკვნების განმარტებები, ნივთიერ და წერილობით მტკიცებულებათა დათვალიერების მონაცემები; კ) მხარეთა პაექრობის შინაარსი; ლ) ცნობები გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოცხადების შესახებ; მ) ცნობები გადაწყვეტილების შინაარსის, მისი გასაჩივრების წესისა და ვადის განმარტების შესახებ.
2.თუ სასამართლოს თითოეული სხდომის ან სხდომის გარეშე შესრულებული თითოეული საპროცესო მოქმედების ტექნიკური საშუალებით ჩაწერა შესაძლებელია, დგება ოქმი, რომელშიც უნდა აღინიშნოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები, აგრეთვე მხარეთა, მათ წარმომადგენელთა, მოწმეთა და სხდომაზე მოწვეულ სხვა პირთა მონაცემები, მათი გამოსვლების დრო და ხანგრძლივობა. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
These lawyers work in the legal area related to this article.