1.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. მას ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ
1.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შესახებ დგება ოქმი. მას ადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს სხდომის მდივანი.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.სასამართლოს სხდომის ოქმში უნდა აღინიშნოს: ა) სასამართლო სხდომის თარიღი და ადგილი; ბ) სასამართლო სხდომის დაწყებისა და დამთავრების თარიღები; გ) საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეები და ის მოსამართლეები, რომლებიც რაიმე მიზეზით ვერ მონაწილეობენ საქმის განხილვაში; დ) სხდომის მდივანი; ე) საქმის დასახელება; ვ) ცნობები საქმის განხილვის მონაწილეთა, ექსპერტთა, სპეციალისტთა და თარჯიმანთა, აგრეთვე მათთვის უფლებებისა და მოვალეობების განმარტების შესახებ; ზ) თავმჯდომარის განკარგულებანი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სხდომის დარბაზში მიღებული დადგენილებანი; თ) საქმის განხილვის მონაწილეთა განცხადებები და განმარტებები; ი) მოწმეთა, ექსპერტთა და სპეციალისტთა ჩვენებები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული წერილობითი მტკიცებულებები.
3.საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3265 – ვებგვერდი, 10.08.2018წ.
The amendments this article has been through
Describes the requirements for recording court session minutes.
amending act №4273078These lawyers work in the legal area related to this article.