საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი
Article 119. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება და საჯარო გაცნობისათვის წარდგენა
Consolidation №45 Verified against the current consolidation · 17 Dec 2025
თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების რეგისტრაციიდან ერთი თვის განმავლობაში მოამზადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტი. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
