სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა) მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას; ბ) სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 30. განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების შესახებ
Consolidation №111 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
