საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 232. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
