საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 250. შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა
Consolidation №290 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. შხამის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
