1.კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დაცული სხვა კულტურული მემკვიდრეობის განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2.ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განზრახ დაზიანება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.
3.ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის განადგურება, ასევე მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.
4.ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.148



