საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Article 331. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება
1. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.
2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) ჩადენილი არაერთგზის; გ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1205 – სსმ I, №15, 19.04.2005, მუხ.104 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 20 სექტემბრის კანონი №1271 – ვებგვერდი, 26.09.2013წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.
