1.ორგანიზაციას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2.ორგანიზაციის თავმჯდომარე არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, აგრეთვე შედიოდეს სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო და სარევიზიო ორგანოებში. ორგანიზაციის თავმჯდომარეს იმავდროულად შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.
3.ორგანიზაციის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს ორგანიზაციას; ბ) წარმართავს ორგანიზაციის საქმიანობას; გ) იღებს გადაწყვეტილებებს (გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს) ორგანიზაციის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს ორგანიზაციის სახსრებსა და ქონებას; ვ) ახორციელებს ორგანიზაციის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4.ორგანიზაციის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს და საქმიანობის სტრატეგიას განსაზღვრავს მმართველი საბჭო. მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობს და მის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მმართველი საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ ორგანიზაციის თანამშრომლები, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი ექსპერტები და სპეციალისტები.






