1.საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს , ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება , საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 თვისა .
2.სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობებიდან გამომდინარე სასამართლო დავის განხილვის ვადა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს .
3.ამ მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო დავაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეებისთვის გადასაცემად . საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის კანონი №1466 - სსმI, №20, 28.07.2009წ., მუხ.10 0 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806 - სსმI,№66,03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4908 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. მუხლი 13 3 . (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5643 - ვებგვერდი, 12.01.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №486 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. თავი VI. მხარეები ადმინისტრაციულ პროცესში; სასამართლოს მეგობარი საქართველოს 2015 წლის 3 ივლისის კანონი №3900 - ვებგვერდი, 10.07.2015წ.

