საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
Article 376. საქმის განხილვის დანიშვნა
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 9 Dec 2025
სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნეს დადგენილ ვადაში. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
