1.პირმა ან პირთა ჯგუფმა, რომელიც საბაჟო ორგანოს წარუდგენს განცხადებას საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად, მას უნდა წარუდგინოს ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო, ნებისმიერი მოთხოვნილი ინფორმაცია.
2.საბაჟო ორგანომ დაყოვნების გარეშე, მაგრამ განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღისა, უნდა შეამოწმოს, შესრულებულია თუ არა განცხადების წარმოებაში მიღებისთვის დადგენილი პირობები, და, თუ ეს პირობები შესრულებულია, იმავე ვადაში უნდა აცნობოს განმცხადებელს განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე.
