საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21. 113 . კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები
1. მოსამართლე კომერციული ბანკის, მიკრობანკის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 14 დღის ვადაში.
2. მოსამართლე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუამდგომლობას ერთპიროვნულად განიხილავს. სასამართლო სხდომაზე ამ შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობენ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი და ის მედიამომსახურებისა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელი, რომლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ბრძანების გამოცემასაც ითხოვს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ან მისი წარმომადგენელი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასამართლო სხდომაზე მხარეების მოწვევა ვერ ხერხდება).
