საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^1. მოსამართლის ბრძანება მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე
ბრძანებას მეწარმის საქმიანობის შემოწმების თაობაზე მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ან მაგისტრატი მოსამართლე მეწარმის ადგილსამყოფლის მიხედვით. საქართველოს 2001 წლის 8 ივნისის კანონი №925 - სსმI, №18, 28.06.2001წ., მუხ.60 საქართველოს 2001 წლის 14 სექტემბრის კანონი №1063 - სსმI, №26, 01.10.2001წ., მუხ.110 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1800 - სსმI, №37, 14.07.2005წ., მუხ.244
