1.„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირის დანიშვნის საკითხს სასამართლო განიხილავს ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა ამ თავით დადგენილი გამონაკლისებისა. სასამართლომ შესაძლებელია დანიშნოს ზეპირი მოსმენა განმცხადებლის (განმცხადებლების) და დასანიშნი პირის მონაწილეობით. ზეპირ მოსმენაზე მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს საკითხის წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე განხილვას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
