1.მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.
2.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
1.მოსამართლე კონცენტრაციის გაუქმების საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ შუამდგომლობის წარდგენიდან 3 თვის ვადაში.
2.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
3.კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტები უფლებამოსილი არიან მათთვის საქმის მასალების გადაცემიდან (გაგზავნიდან) არაუგვიანეს 10 დღისა სასამართლოს წერილობით წარუდგინონ თავიანთი მოსაზრებები.
4.თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის განხილვის შედეგად მოსამართლე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ; ბ) თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ.
5.მოსამართლე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით. ამ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება კონცენტრაციის გაუქმების შესახებ ან განკარგულება კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ, შესაბამისი ვადები და განსახორციელებელი ღონისძიებები; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6.თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ/თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, ხოლო დანარჩენი ეგზემპლარები გადაეცემა (ეგზავნება) კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკურ აგენტებს (მხარეებს) და უფლებამოსილ ორგანოს. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.