1.თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შესაბამისი ღონისძიების გამოყენებისათვის საკმარის საფუძველს და სათანადო დასაბუთებას. შუამდგომლობაში მიეთითება კონცენტრაციის მონაწილე ეკონომიკური აგენტების თაობაზე ზუსტი მონაცემები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
