საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Article 21^82. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გასაჩივრების წესი
1. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას.
2. თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარეებისათვის ბრძანების ეგზემპლარების გადაცემიდან (გაგზავნიდან) 5 დღის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს.
3. სააპელაციო სასამართლო თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 1 თვის ვადაში, ამ კოდექსის 21 81 მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.
4. სააპელაციო სასამართლოს მიერ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენის მიზნით კონცენტრაციის გაუქმების შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.
