ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების გაუქმება საქმის შეწყვეტით გამოიწვევს გადახდევინებული ფულადი თანხების, სასყიდლით ჩამორთმეული ან კონფისკაციაქმნილი საგნების დაბრუნებას, აგრეთვე ადრე მიღებულ დადგენილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას. თუ საგნის დაბრუნება შეუძლებელია, ანაზღაურდება მათი ღირებულება. პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დაკისრებით მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება წარმოებს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი XXII 1 . ადმინისტრაციული პატიმრობის შესახებ დადგენილების გასაჩივრება საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1505- სსმ I, №21, 03.08.2009წ., მუხ.116
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
