1.სააგენტოში არსებობს სტრუქტურული ერთეული – მეტროლოგიის ინსტიტუტი, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კოდექსით.
2.მეტროლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს სააგენტოს გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
