დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
Article 8. სააგენტოს ხელმძღვანელობა; სააგენტოს მოსამსახურე და მისი სამართლებრივი სტატუსი
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.
3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის 8 1 , 11 1 და 11 2 მუხლების, 11 5 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა), 11 13 მუხლის (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა), 11 14 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-8 და მე-10 პუნქტებისა), 11 15 მუხლის, 11 18 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა), 11 19 მუხლის, 11 20 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებისა), 11 21 და 11 22 მუხლებისა და 11 24 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-2 და მე-6 პუნქტების მოქმედება. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება აგრეთვე „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისი ნორმების მოქმედება, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
