პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი
Article 78. ზოგადი დებულებები
ეს თავი ადგენს საქართველოში გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე მოთხოვნებს იმ გაზომვის საშუალებებისადმი: ა ) რომლებიც გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის , საქართველოს საბაჟო კოდექსისა და სასამართლო ექსპერტიზის მიზნებისთვის ; ბ) რომელთა გაზომვის შედეგებიც გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციული დაჯარიმებისათვის. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4916 – ვებგვერდი, 04.07.2019წ.
