1.ამ კანონის მიზანია საქართველოს საგადახდო სისტემის უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, საგადახდო მომსახურების სათანადო განხორციელების უზრუნველყოფა და საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებების დაცვა. ეს კანონი განსაზღვრავს საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების რეგულირებისა და ზედამხედველობის პრინციპებს, საგადახდო სისტემის მონაწილეების, საგადახდო მომსახურების განხორციელებაში ჩართული მხარეების, საგადახდო მომსახურების მომხმარებლების უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს.
2.საგადახდო სისტემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, ეს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი და სხვა ნორმატიული აქტები.
3.საგადახდო სისტემასთან და საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებში ამ კანონსა და სხვა კანონებს შორის კოლიზიის წარმოშობის შემთხვევაში ამ კანონის დებულებებს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5681 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 9 სექტემბრის კანონი №1800 – ვებგვერდი, 23.09.2022წ.


